სინოპტიკოსები სეტყვასა და ქარიშხალს პროგნოზირებენ

© photo: Sputnik / Dmitry Parshyn / გადასვლა მედიაბანკშისეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეებში წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. უამინდობა აღმოსავლეთ საქართველოში ხუთშაბათამდე გაგრძელდება, ამის გამო მოსალოდნელია მდინარეებში წყლის დონის მატება და მეწყერი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში Facebook-გვერდზე.

„უამინდობა საქართველოში: გადაკეტილი გზები და დატბორილი ქუჩები">>

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგიერთ რაიონში — ძლიერი. შენარჩუნებულია სეტყვისა და ქარიშხლის ალბათობა.

უხვი ნალექის გამო შეიძლება ადიდდეს მდინარეები, მთაში კი გააქტიურდეს მეწყრული პროცესები.

დაბლობში ოთხშაბათს ჰაერის ტემპერატურა იქნება +27-32 გრადუსი.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ღამით ტემპერატურა +19 გრადუსამდე იქნება, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე მოიმატებს.

კოკისპირულმა წვიმამ გუშინ პრობლემები შექმნა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. უხვი ნალექის გამო გზებზე მდინარეები მოდიოდა, დაიტბორა სახლების სარდაფები; ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

ყველა ახალი ამბავი
0