სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

გამოწერა
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გურჯაანის სამაშველო სამსახური.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

გურჯაანში დატბორილია – 6, ყვარელში – 1 და სოფელ ველისციხეში – 1 საცხოვრებელი სახლი.

 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გურჯაანის მეხანძრე-მაშველები და მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებოდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილიც. მისი განცხადებით, ჭარბი ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა და სახლები ამის გამო დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ყველა ახალი ამბავი
0