დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში – საჯარო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა

© FB / ROADS DEPARTMENT OF GEORGIAთოვლის გაწმენდითი სამუშაოები. არქივის ფოტო
თოვლის გაწმენდითი სამუშაოები. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოვლის საფარი ამ დროისთვის 1 მეტრს აჭარბებს.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა, წინასწარი მონაცემებით, რეგიონის რამდენიმე ათეულ სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი.

ამას გარდა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ყველაზე რთული ვითარება ხულოს მუნიციპალიტეტშია, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს გადაჭარბა.

„ბოლო ორი დღეა, უხვი ნალექი გვაქვს. ელექტროენერგია ამ დროისთვის შეფერხებით მოგვეწოდება. მძიმე ტექნიკის დახმარებით გზები ინტენსიურად იწმინდება. გარდა ამისა დღეს რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესიც შეწყდა“, — განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტთან საუბრისას.

ამ დროისათვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის 1 საშუალო სკოლაში.

მაღალმთიან აჭარაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს.

ყველა ახალი ამბავი
0