ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 14 ოქტომბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი თბილისში
აბანოთუბანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს თბილისში ჰაერი 19 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები უქმეებზე დედაქალაქში მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

შაბათს, 14 ოქტომბერს თბილისში ნათელი ამინდი იქნება. წვიმა მოსალოდნელი არ არის.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით — +10 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით, 16:00 საათისთვის — +19 გრადუსი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:11 საათზე ამოვა და 18:22 საათზე ჩავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0