ამინდი საქართველოში: ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს

© news.mail.ruსიცხე
სიცხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში დაცხება - სინოპტიკოსები +38 გრადუსს გვპირდებიან

ორშაბათი, 18 ივლისი

საქართველოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. დაუბერავს ქარი — მისი სიჩქარე 17-22 მეტრს წამში მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, დღისით — 33-38; მაღალ მთაში ღამით 11-16, ხოლო დღისით — 28-33.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება +17-22, ხოლო დღისით — 33-38 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით — 9-14, დღისით — 20-25.

თბილისში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის. ქარის სიჩქარე 8-13 მეტრი წამში იქნება. ღამით მოსალოდნელია 21 გრადუსი, ხოლო დღისით — 36.

ოთხშაბათი, 19 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მომატებული ღრუბლიანობა. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 21-26 გრადუსი სითბო, დღისით — 29-34; მაღალ მთაში ღამით 12-17, ხოლო დღისით — 25-30.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება +18-23, ხოლო დღისით — 32-37 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით — 11-16, დღისით — 18-23.

თბილისში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის. ქარის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში იქნება. ღამით მოსალოდნელია 22 გრადუსი, ხოლო დღისით — 36.

 

ყველა ახალი ამბავი
0