04:26 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
წვიმა თბილისში

ამინდი საქართველოში: სინოპტიკოსები წვიმიან უქმეებს გვპირდებიან

© Sputnik / Alexander Imedashvili
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
93 0 0

თბილისში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და 22-24 გრადუსი სითბო.

საქართველოში უქმეებზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, სინოპტიკოსები მცირე ნალექსa და ქარის გაძლიერებას გვპირდებიან.

შაბათი, 21 მაისი

დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა, უმეტეს რაიონში — ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთში ქარი წამში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს, აღმოსავლეთით კი შეიძლება წამში 20-25 მეტრს მიაღწიოს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 11-16. მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 1-6, დღისით — 6-11 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24. მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 2-7, დღისით — 10-15 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დილით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით 14 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 22.

კვირა, 23 მაისი

ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთით კი შეიძლება წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20. მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 1-6, დღისით — 10-15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23. მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 1-6, დღისით — 9-14 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით 11 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 24.

ორშაბათი, 22 მაისი

მთელ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 23-25. მაღალ მთაში ღამით იქნება 0 პლუს 5, დღისით — 14-19 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 1 პლუს 6, დღისით — პლუს 14-19 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით 9 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 24.

 

მთავარი თემები