02:21 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თოვლი ხულოში

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობა უშუქოდ დარჩა

© FB / Районная администрация Грузии
ამინდი
მოკლე ბმულის მიღება
7310

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ გზებზე პრობლემები შექმნა და მოსახლეობის ნაწილი უშუქოდ დატოვა.

თბილისი, 18 დეკემბერი— Sputnik. მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ გზებზე პრობლემები შექმნა და რამდენიმე ათასი აბონენტი დენის გარეშე დატოვა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე გაშინ მეწყერი ჩამოწვა, რის გამო გზის მონაკვეთი ერთი საათით დაიკეთა.

 სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს. ამჟამად შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე, გზის გამწენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 

 კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები დაზიანებული ელექტროხაზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ. კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ელექტროენერგიით ამამრაგებს.


მთავარი თემები