1 ნოემბერი, სამშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ღრუბლიანობა. ღამით მთებში მოთოვს. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 7-12. მაღალ მთაში ღამით მინუს 5-0 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 2-7 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით პლუს 3-8, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი; მაღალ მთაში ღამით მინუს 5-0, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისში ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 9-14 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა 6, ხოლო დღისით — 11 გრადუსამდე გათბება.
2 ნოემბერი, ოთხშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ღამით მთებში მოთოვს. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10-15, ხოლო აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში, 17-22 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში 7-2 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო დღისით — მინუს 3- პლუს 2 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 7-12. მაღალ მთაში ყინვა — ღამით მინუს 11-6, ხოლო დღისით — 5-0 გრადუსი იქნება.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, მაგრამ — ღრუბლიანი. ღამით 4, ხოლო დღისით 11 გრადუსი სითბო იქნება.
3 ნოემბერი, ხუთშაბათი
ნალექია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მთაში — თოვლის სახით. ქარის სიჩქარე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10-15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 2-7, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 10-5 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში მოსალოდნელია ღამით მინუს 2 — პლუს 3, ხოლო დღისით — 6-11 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 1308 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4 გრადუსი იქნება.
თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მაგრამ დღე, ძირითადად, უნალექოდ ჩაივლის, ღამით მოსალოდნელია 2, ხოლო დღისით — 11 გრადუსი სითბო.