„მანდ შეიძლება ისე ჩალპე, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე...“ – თამარ ბაჩალიაშვილის ახალი ვიდეო

© Photo: Mtavari Arkhi / FBთამარ ბაჩალიშვილის ახალი ვიდეო
თამარ ბაჩალიშვილის ახალი ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჟურნალისტებმა იპოვეს ახალი ფაქტები, რომლებიც დიდ კითხვის ნიშნებს ტოვებენ, თუ რა შეემთხვა თამარს და იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა.

მთავარი არხის გადაცემა „პოსტ ფაქტუმის” ეთერში გავიდა სიუჟეტი თამარ ბაჩალიაშვილის უცნობი ვიდეოებით, რომლებიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს.

„დამპირდი, რომ დიდხანს არ გაჩერდები ამ სამსახურში. ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რომ ამის შესახებ არავინ და ვერავინ გაიგოს. ყველაზე ცუდი არის საშუალო ან დაბალი შემოსავალი... მანდ შეიძლება ისე ჩალპე, რომ აზრზეც ვერ მოხვიდე“, – მიმართავს ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 2020 წლის 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

ყველა ახალი ამბავი
0