18:54 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (877)
355 0 0

სოციალურ ქსელში საოცარი ინფორმაცია ვრცელდება. ირკვევა, რომ წლების წინ ქალმა ქალ-ვაჟი გააჩინა და ორივე გააშვილა მამისგან მალულად, რომელიც შემდეგ უშედეგოდ ეძებდა შვილებს. შვილებმა კი ახლახან ერთმანეთი იპოვეს გოგონას გამზრდელი დედის დახმარებით.

გოგონა სოციალურ ქსელში ჯერ დედას ეძებდა, შემდეგ კი მისგან გაიგო, რომ ჰყავდა ძმაც. გიორგი საბერძნეთში იზრდებოდა და ორი წელია რაც საქართველოშია.

„იცით რამხელა სიხარულია დღეს მათ გულებში? იცით როგორი ბედნიერები არიან? დედმამიშვილებმა უფლის წყალობით ერთმანეთი იპოვეს. ორივეს არაჩვეულებრივი გამზრდელი მშობლები ჰყავთ და მადლობა მათ. დედის მხარემ უარყო, მაგრამ მამის ხალხმა სიხარულით მიიღეს და ახლა, აი ამ წუთებში მამის სახლში მიდიან კიდევ ორი ძმის გასაცნობად. მინდოდა გამეზიარებინა ეს ამბავი თქვენთვის“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (877)

მთავარი თემები