21:50 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (867)
79 0 0

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც საქართველოში 27 წლის წინ გამართულ სილამაზის კონკურსზე თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველეს პოპულარულ სერიალში გამოყენებული სამოსის სტილი.

მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების მქონე საკულტო რომანის მიხედვით გადაღებული „მხევლის წიგნი“ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუა, რომელიც მაყურებლის ყურადღებას მაშინვე იქცევს თავისი განსაკუთრებული ესთეტიკით: გადაღება, ატმოსფერო და სამოსიც კი თვალისმომჭრელია.

ამის გამო პერსონაჟების, მხევლების ჩაცმულობა – წითელი კაბა და თეთრი თავსაბურავი არა მხოლოდ სერიალის, არამედ რეალურ ცხოვრებაში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდაც გადაიქცა.

თუმცა შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ამ შთამბეჭდავი სამოსის დიზაინერი პირველი არ არის, ვინც მსგავს კონცეფციაზე დაფიქრდა. სერიალების მოყვარულთა ჯგუფში ერთი სერიაც და... მაყურებლის მახვილმა თვალმა საინტერესო მსგავსება შენიშნა: დილის შოუს სიუჟეტში, რომელიც 1994 წლის მის საქართველოს მიეძღვნა, ნაჩვენები საკონკურსო სამოსი მეტისმეტად ჰგავს „მხევლის წიგნის“ მოდას.

როგორც ამბობენ, მოდა წინ უნდა უსწრებდეს დროს და ქართველმა დიზაინერებმა უკვე 1994 წელს დისტოპიური სამყაროსთვის შესაფერისი, სამეცნიერო ფანტასტიკის დონის სტილი შემოგვთავაზეს.

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (867)

მთავარი თემები