დედების აღკვეცა ბზობის დღესასწაულზე - ემოციური ვიდეო

© Photo: Giviko Didia Official / FBდედების აღკვეცა ბზობას
დედების აღკვეცა ბზობას - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
„უდიდესი მადლის მომსწრე გახლდით ბზობის დღესასწაულზე, დედების აღკვეცა“ - წერს გივიკო დიდია და სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს.

ქრისტიანულ მოძღვრებაში ვკითხულობთ, რომ სიტყვა „მონაზონი“ ბერძნული წარმოშობისაა. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: „მონოს“ და „ზოინ“. „მონოს“ - მარტოს ნიშნავს, ხოლო „ზოინ“ - ცხოვრებას. მონაზონი არის ადამიანი, რომელიც მარტო მყოფობს, მარტო ცხოვრობს. აქედან წარმოდგება წმინდა ანტონი მარტომყოფელისა და წმინდა დავით გარეჯელის ზედწოდებანი - "გარესჯა" სოფლიდან გასვლას, სოფლის გარეთ ყოფნას ნიშნავს.

ბერობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. იგი მონაზვნობაზე მაღლა დგას. შეიძლება ადამიანი ისე დაბერდეს მონაზვნად, რომ ვერ მიაღწიოს ბერობის საფეხურს.

თითოეული ქრისტიანის მიზანი, რა თქმა უნდა, ცხონება უნდა იყოს. ქრისტიანობა არ არის არც გვარიშვილობა და არც ოჯახური მდგომარეობა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემა. ეს ცხოვრების წესია. ადამიანი, რომელიც ინათლება და ქრისტიანი ხდება, მარადიული ცხოვრებისთვის იბადება. მონაზვნობა კი ქრისტიანობის ზეწესია.

ყველა ახალი ამბავი
0