11:51 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (859)
408 0 0

უკრაინულმა ავიაკომპანიამ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ შემადგენლობას, რომელიც თვითმფრინავით მგზავრობდა, გულისამაჩუყებელი სიურპრიზი მოუწყო

ვიდეოში ჩანს, რომ ანსამბლის მონაწილეები სიურპრიზმა ძალიან გაახარა. 

ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.

სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს.

დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი.

ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (859)

მთავარი თემები