„ხანდახან ვერ ვხვდები, რომელია ჩემი...“ – ტყუპი ძმების ცოლებს ქმრები ეშლებათ – ვიდეო

© Photo: Imedis dila / FBტყუპი ძმების ტყუპი შვილები
ტყუპი ძმების ტყუპი შვილები - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
თბილისში იდენტურ ტყუპ ძმებს გელა და გიორგი გოჩიტაშვილებს სამედიცინო თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუძლებელი რამ დაემართათ – გელას ასევე იდენტური ტყუპი – ანიტა და მარიტა შეეძინა.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და თითქმის 0%-ს უტოლდება.

ამ ამბავს საერთაშორისო გამოხმაურებაც კი მოჰყვა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ალისონ პაიკი ამბობდა, რომ იდენტური ტყუპი მამრობითი სქესიდან მემკვიდრეობით არ გადადის და თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, ეს მხოლოდ დამთხვევა და გამართლებაა.

როგორც „იმედის დილის“ სიუჟეტში ტყუპი ძმების ცოლები ამბობენ, ხშირად ვერ ხვდებიან, რომელია მათი ქმარი. ძმები ერთ სახლში ცხოვრობენ და ერთ-ერთის ცოლი ამბობს, რომ ხანდახან დედამთილს სთხოვს ხოლმე, რომ მისი ქმრის გარჩევაში დაეხმაროს.

ყველა ახალი ამბავი
0