Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცოტა ხომ არ შეგცივდათ?“ - თოვლის მოსვლა ლისის ტბაში ბანაობით აღნიშნეს - ვიდეო

© Photo: Bacho Nadiradze / FBწყვილი ლისი ტბაში ბანაობს
წყვილი ლისი ტბაში ბანაობს - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ ბანაობენ ლისის ტბაში ქალი და კაცი საცურაო კოსტიუმებით
„ცოტა ხომ არ შეგცივდათ“? - წერდა ვიდეოს ავტორი, რომელმაც მოგვიანებით ვიდეო წაშალა.

დედაქალაქში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა და ასეთ ამინდში, როგორც ჩანს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შესცივდათ კი არა, ვიდეოს ნახვისას „გააკანკალათ“ კიდეც.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ცნობილი რეკორდსმენი, 74 წლის ჰენრი კუპრაშვილია, გოგონა კი მისი 32 წლის მოწაფე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის ლექტორი, პროექტის მენეჯერი ნინო ოდიშელიძე და როგორც სოციალურ ქსელში მოცურავე წერს, ისინი ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერ ამინდში ყოველდღე დარბიან და შემდეგ ცურაობენ ლისის ტბაში.

„ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ვარ, 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მინდა ოქროს მედლისათვის ვიბრძოლო, ხოლო ნინო პირველად ცდის ძალებს. ამას გაყინულ წყალში ვარჯიში სჭირდება, ჩვენთან ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის“, - წერს ჰენრი კუპრაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

სინოპტიკისები მომდევნო დღეებშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.

ყველა ახალი ამბავი
0