Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მანქანაში უპოვეს ძუძუები...“ – რა შეემთხვა თამუნა ლეკვეიშვილის ქმარს – ვიდეო

© Photo: Sheni Dila / FBთამუნა ლეკვეიშვილი სახალისო ისტორიას იხსენებს
თამუნა ლეკვეიშვილი სახალისო ისტორიას იხსენებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დილის გადაცემაში იუმორისტები თამუნა ლეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი იყვნენ მიწვეული. გოგონებმა სახალისო ისტორიები გაიხსენეს.

რუბრიკაში „რა უდევთ ჩანთაში“ იუმორისტებმა საკუთარი ნივთები მაყურებელს აჩვენეს. თამუნა ლეკვეიშვილს ჩანთაში მეხსიერების ბარათები აღმოაჩნდა, სადაც, მისი თქმით, მისი და თათიას სიმღერები აქვს ჩაწერილი და საჭიროებისამებრ იყენებს.

თათიას თქმით, ხშირად არის სიტუაცია, როდესაც სახლში არ არის და ივენთების დამკვეთი სწორედ მაშინ რეკავს, ამიტომ ხელოვნური ძუძუები მუდმივად უდევს მანქანაში, თანაც რამდენიმე, რომლითაც სხვადასხვა ცნობილ როლს ირგებს.

თამუნამ გაიხსენა, რომ მისი ხელოვნური ძუძუები ერთხელ მის მეუღლესაც უპოვეს მანქანაში ავტოსამრეცხაოში. „ძუძუები და დიდი კაბა ედო. მრეცხავმა ძალიან საეჭვოდ შეხედა“, – აღნიშნა სიცილით მსახიობმა.

ყველა ახალი ამბავი
0