13:45 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (828)
8711

სოციალურ ქსელში ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ნახეთ როგორ ატარებენ ძაღლები მანქანას. ასეთი ჭკვიანები თუ იყვნენ ძაღლები, გიფიქრიათ?

ძაღლს შეიძლება ასწავლოთ ჯოხის მოტანა, ორ თათზე დგომა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მანქანის ტარებას შეძლებდნენ. ახალ ზელანდიაში მდებარე ცხოველთა თავშესაფრის სამმა მობინადრემ ავტომობილის მართვა ისწავლა. პორტერი, ჯინი და მონტი სამაშველო ძაღლები არიან. იმის დასამტკიცებლად, რომ მაშველი ძაღლები ძალიან ჭკვიანები არიან, ტრენერმა მათ ავტომობილის (Mini Countryman) მართვა ასწავლა.

ადგილობრივმა ტრენერმა მარკ ვიტიმ 3 ძაღლი შეარჩია და სპეციალურ ოთახში საჭის, სიჩქარეთა კოლოფის, აჩქარებისა და მუხრუჭის გამოყენება ასწავლა. ოთხფეხა გენიოსებმა ყველაფერი მარტივად შეისწავლეს და შვიდკვირიანი შიდა სწავლების შემდეგ ისინი ნამდვილი მანქანის საჭეს მიუსხდნენ.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საშუალო ასაკის ძაღლის ტვინის განვითარება ორი წლის ბავშვისას უტოლდება. ტვინის სკანირებამ დაადასტურა, რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარს უნარი შესწევს გაიგოს პატრონის ნაკარნახები.

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (828)

მთავარი თემები