როდესაც გეუბნებიან ონლაინ იმუშავეო – ნახეთ როგორ მწყემსავს ცხვრებს მეცხვარე – ვიდეო

© Photo: Mari Toi / FBმეცხვარე დისტანციურად მუშაობს
მეცხვარე დისტანციურად მუშაობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია ვიდეო, სადაც მწყემსმა ცხვრების მწყემსვის ორიგინალურ ხერხს მიაგნო.

ვიდეოში კაცი „ცხვრის ტყაპუჭითა“ და „კომბლით“ ტელევიზორის ეკრანთან დგას და ცხვრებს დისტანციურად „მწყემსავს“.

„როდესაც გეუბნებიან ონლაინ იმუშავეო“ – ასე დაასათაურა ვიდეო სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რასაც, ცხადია, შემდეგ კომენტარები მოჰყვა: „გეგონება სწავლა არ მყოფნის ონლაინ და ახლა მუშაობა“, „რას არ მოიფიქრებენ“, „სულ არ გადავირიოთ მეშინია“.

დღეს არსებულმა რეალობამ და კორონავირუსის პრევენციულმა ღონისძიებებმა მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობა აიძულა დარჩეს სახლში და იმუშაოს სახლიდან.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0