მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო – ნახეთ რა საოცარი გამოვიდა – ვიდეო

© Photo: First Lady Melania Trump / FBმელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო
მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მორთო აშშ-ის პირველმა ლედიმ თეთრი სახლი.

შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო. შესაბამისი ვიდეო კი „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.

„წლის ამ განსაკუთრებულ დროს მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავიზიარო ამერიკის მშვენიერება და პატივი მივაგო ჩვენი ერის სიდიადეს“, – დაწერა მელანიამ.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს მაშინ დატოვებს, რაც, მისი თქმით, საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს აირჩევს.

ამერიკული მასმედიის ცნობით, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა, დონალდ ტრამპმა კი - 232. კოლეგიის წევრები 14 დეკემბერს შეიკრიბებიან. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებისთვის კოლეგიის 270 ხმა სჭირდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0