09:53 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (812)
24520

ვი­დე­ოს უკვე 38 000 მო­წო­ნე­ბა და ათასობით კო­მენ­ტა­რი აქვს. ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და ქარ­თულ ფეხ­ბურთში ჩარ­თვას სთხო­ვენ.

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და უზ­ბე­კუ­რი „ფახ­თა­ქო­რის“ მწვრთნე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე მო­რიგ ემო­ცი­ურ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ის, მისი ძმა აჩი არ­ვე­ლა­ძე და გოჩა ტყე­ბუ­ჩა­ვა ავ­ტო­მო­ბილ­ში ერ­თად მღე­რი­ან სიმ­ღე­რას „სა­ქარ­თვე­ლო, ლა­მა­ზო“.

გოჩა ტყე­ბუ­ჩა­ვა „ფახ­თა­ქორ­ში“ შო­თას­თან ერ­თად მუ­შა­ობს.

ვი­დე­ოს უკვე 38 000 მო­წო­ნე­ბა და ათასობით კო­მენ­ტა­რი აქვს. ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და ქარ­თულ ფეხ­ბურთში ჩარ­თვას სთხო­ვენ.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვლა­დი­მერ ვა­ის­მა გუნ­დი­დან წას­ვლა და­აა­ნონ­სა, ასე რომ, ერო­ვნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის პო­ზი­ცია ვა­კან­ტუ­რია. გუ­შინ შოთა არ­ვე­ლა­ძემ Match TV-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა შე­ა­ფა­სა. კი­თხვა­ზე, გა­ნი­ხი­ლავს თუ არა შოთა არ­ვე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნულ პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, უპა­სუ­ხა, რომ მას საკ­მა­ოდ მყა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე ხდე­ბა. ერთი იმედ­გაც­რუ­ე­ბა და გმი­რი­დან ან­ტიგ­მი­რის სტა­ტუ­სის მორ­გე­ბა გი­წევს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო მარ­ტი­ვია ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, ვიდ­რე ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი“, – გა­ნა­ცხა­და არ­ვე­ლა­ძემ.
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (812)

მთავარი თემები