„ნივრის მძივი მიკეთია, ჩანთაში მაქვს არყის ბოთლი“ – ვიდეო, რომელსაც სოცქსელში განიხილავენ

© Photo: Chikaani / FBროგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან
როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ქუჩაში გამოკითხვისას ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან, მოხუცი ქალი არაორდინარულ პასუხს იძლევა.

ქალი ამობს, რომ კისერზე ნივრის მძივი უკეთია, ნიღაბს არ იხსნის, ხოლო ჩანთით დააქვს არყის ბოთლი, რომლითაც დეზინფექციას იტარებს ხელებზე, და „სათოფეზე არ ეკარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს“.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისს უკავშირდება. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი. საქართველოში 18750 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4022 ადამიანია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 14829 ადამიანი, გარდაიცვალა – 253, კარანტინის რეჟიმშია 3507, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4022 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2344 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0