ვრცელდება კადრები, როგორ გაათავისუფლა თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი ტყეში – ვიდეო

© Photo: ODISHI TV / FBროგორ ათავისუფლებს თავდამსხმელი ბოლო სამ მძევალს
როგორ ათავისუფლებს თავდამსხმელი ბოლო სამ მძევალს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს საქართველოში საშინელი ამბავი გავრცელდა – ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედმა მძევლები აიყვანა.

ადგილობრივი ტელე-რადიოკომპანია „ოდიში” ავრცელებს კადრებს, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ ათავისუფლებს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი ბოლო სამ მძევალს.

ამავე ვიდეოკადრებში ჩანს სპეცდანიშნულების რაზმიც.

თავად ტელევიზია აღნიშნულ ვიდეოს აქვეყნებს მინაწერით – „კადრები, თუ საიდან გაიქცა დამნაშავე მას შემდგომ, რაც მან ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა”.

ზუგდიდში 21 ოქტომბერს თავდამსხმელმა 40-ზე მეტი მძევალი აიყვანა, რის შემდეგაც ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა.

ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატითა და ხელყუმბარით. ის იმუქრებოდა მისი აფეთქებით, თუ სამართალდამცველები შენობის შტურმით აღებას გადაწყვეტდნენ. მძევლებს შორის იყვნენ ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

ადგილზე ოპერატიულად მივიდა ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვიან საღამოს დასრულდა – როგორც შსს იუწყება, ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0