„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ – ქეიფი მდინარეში, რომელიც ჰიტად იქცა – სახალისო ვიდეო

გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც რამდენიმე მამაკაცი მდინარეში ჩადგმულ სუფრასთან ქეიფობს. ორიგინალური ვიდეო ჰიტად იქცა.

ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცები ასევე წყალში ჩადგმულ სკამებზე სხედან და ერთმანეთს სუფრიდან საჭმელს მდინარის საშუალებით აწვდიან.

„ერთი ეგ მწვადი აქეთ გამომაწოდე“ – მიმართავს თანამესუფრე მამაკაცი მეორეს, ეს უკანასკნელი კი მწვადით სავსე ჯამს მდინარის დინებას ატანს და ამ საშუალებით ხვდება ის თანამეინახესთან.

ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი ახლავს. სოციალური ქსელის მომხმარებლები მამაკაცების ასეთმა ქეიფმა ძალიან გაახალისა.

ყველა ახალი ამბავი
0