04:21 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (804)
107110

ცნობილმა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა შატბერაშვილის ქუჩაზე ეზოს ბავშვებს დღესასწაული მოუწყო. სოციალურ ქსელში ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს.

თბილისის ზაფხულის სიცხისგან თავდასაცავად ნანკამ „ორიგინალურ“ ხერხს მიმართა – სასრიალოს თავში მოექცა, წყლით სავსე ჭურჭელი მოიმარაგა და ბავშვები რიგრიგობით გააგრილა.

„ბავშვები ნელნელა მემატებიან“, – წერს მსახიობი. როგორც ჩანს, „ინოვაციურმა“ მეთოდმა გაჭრა – ვიდეოში ჩანს, რომ გრილი სრიალის მოყვარულები ნელ-ნელა მრავლდებიან.

ვიდეოში ნანკას ვაჟი დანიელიც ჩანს, რომელიც მსახიობს ცნობილი კალათბურთელის ირაკლი კეიდიასგან ჰყავს.

ბიჭუნა დიდი პოპულარობით სარგებლობს და პერიოდულად ჩანს სხვადასხვა საბავშვო ბრენდის რეკლამებში.

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (804)

მთავარი თემები