თამარ ივერმა შვილებს დაბადების დღე თერჯოლაში გადაუხადა – ვიდეო

© Photo: Raul Tskhadadze / FBთამარ ივერის შვილების დაბადების დღე
თამარ ივერის შვილების დაბადების დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა ტყუპ შვილებს დაბადების დღე თერჯოლაში გადაუხადა. ვიდეოს თამარ ივერის მეუღლე რაულ ცხადაძე ავრცელებს.

საოპერო მომღერალს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს. ოპერის მომღერალი თამარ ივერი და მოჭიდავე რაულ ცხადაძე 2014 წლის 1 ივნისს, ნინოობას გახდნენ ტყუპების მშობლები.

თამარმა და რაულმა ტყუპებს ნინა-ლიზა და უგო-ავთანდილი დაარქვეს. ბიჭს რაულმა დაარქვა უგო, ავთანდილი კი თამარის მამის სახელია.

თამარს ძალიან უყვარს სახელი ლიზა, ხოლო რადგან ბავშვები ნინოობას დაიბადნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გოგონასთვის ნინო-ლიზა დაერქმიათ.

თამარ ივერი სოციალურ ქსელში აქტიურია, თუმცა შვილების ფოტოებისა თუ ვიდეოების გასაჯაროებას ერიდება.

ყველა ახალი ამბავი
0