საოპერო მომღერალს ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს. ოპერის მომღერალი თამარ ივერი და მოჭიდავე რაულ ცხადაძე 2014 წლის 1 ივნისს, ნინოობას გახდნენ ტყუპების მშობლები.
თამარმა და რაულმა ტყუპებს ნინა-ლიზა და უგო-ავთანდილი დაარქვეს. ბიჭს რაულმა დაარქვა უგო, ავთანდილი კი თამარის მამის სახელია.
თამარს ძალიან უყვარს სახელი ლიზა, ხოლო რადგან ბავშვები ნინოობას დაიბადნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გოგონასთვის ნინო-ლიზა დაერქმიათ.
თამარ ივერი სოციალურ ქსელში აქტიურია, თუმცა შვილების ფოტოებისა თუ ვიდეოების გასაჯაროებას ერიდება.