იცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი კატერს შესანიშნავად მართავს? – ვიდეო

© Photo: Tbilisi Sea Club / FBპრეზიდენტი კატერს მართავს
პრეზიდენტი კატერს მართავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ზღვაზე მდებარე იახტკლუბის კატარღას მართავს.

„ცხოვრება მშვენიერია“ – უწერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალბატონია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა. გარდა ამისა, ის არის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ორმაგი წარმოშობა აქვს – ქართული და ფრანგული. გამოცდილი დიპლომატია.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 28 ნოემბერს ამომრჩეველთა 59,52%-მა აირჩია.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა 1952 წელს. მისი ქართველი მშობლები 1921 წელს წავიდნენ ემიგრაციაში საქართველოდან. მისი დიდი ბაბუა ნიკო ნიკოლაძე (1843-1928) ცნობილი პუბლიცისტი და კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0