კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახს ბინა აჩუქეს – ქმარი პირდაპირ ეთერში ატირდა - ვიდეო

© Photo: Mtavari Arkhi / FBესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ოჯახს თბილისში ბინა აჩუქეს
ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ოჯახს თბილისში ბინა აჩუქეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ოჯახს თბილისში ბინა აჩუქეს. გარდაცვლილის მეუღლეს მამუკა ნაჭყებიას ამის შესახებ „სხვა ნანუკას“ შოუში თავად გადაცემის წამყვანმა შეატყობინა, რა დროსაც მამუკა ნაჭყებიამ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

ნაჭყებიების ოჯახს საჩუქარი ერთ-ერთმა ქალბატონმა გაუკეთა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. 34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში 2 მარტს გაემგზავრა სიმსივნეზე სამკურნალოდ. 16 მარტს ცირა კორონავირუსით დაინფიცირდა, ონკოლოგიურმა დაავადებამ ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო და ახალგაზრდა ქალი მდგომარეობის დამძიმების გამო 20 მარტს, გვიან ღამით გარდაიცვალა. მას 5 შვილი დარჩა. ამ პერიოდში მამუკა ნაჭყებიაც ესპანეთში იყო მეუღლესთან ერთად, ის საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0