ნახეთ როგორ აღწევს კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში – ანიმაციური ვიდეო

© photo: Sputnik / Ygor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიეპიდემიოლოგები საგანგებო სკაფანდრებში
ეპიდემიოლოგები საგანგებო სკაფანდრებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსი წარმოადგენს გავრცელებულ ვირუსების ჯგუფს, რომელსაც ეს სახელი დაერქვა ზედაპირზე გვირგვინისმაგვარი წანაზარდების გამო. ზოგი სახეობა აზიანებს მხოლოდ ცხოველს და ცირკულირებს მხოლოდ ცხოველებში, ზოგ შემთხვევაში მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე.

ვირუსი ორგანიზმში შედის ცხვირის, პირის ან თვალების გავლით, შემდეგ სასუნთქ გზებში ეკვრის უჯრედებს, რა დროსაც წარმოიქმნება ცილა სახელად ACE2. მიჩნეულია, რომ ეს ვირუსი სათავეს იღებს ღამურებისგან, რომლებშიც ის შეიძლება ასევე მსგავს ცილას ეკვრის. თითოეულ ინფიცირებულ უჯრედს შეუძლია წარმოქმნას ვირუსის მილიონობით ასლი, შემდეგ კი თავად იშლება და კვდება. ამის შემდეგ ვირუსები აინფიცირებს ახლომდებარე უჯრედებს ან ხვდება ფილტვებში გაქცეულ წვეთებში.

ყველა ახალი ამბავი
0