Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პოლიციას ჯერ არ დავუკითხივარ...“ – ნახეთ რა შეემთხვა სოფო ბედიას

© courtesy of Sopo Bediaსოფო ბედია
სოფო ბედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო ბედიას და მიშა მესხის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ცოტა ხნის წინ სოფომ სოციალურ ქსელში უცნაური ინფორმაცია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პოლიციას ჯერ არ დაუკითხავს. ნახეთ, რა შეემთხვა წყვილს.

მომღერალი სოფო ბე­დია 2015 წელს მეორედ გა­თხოვ­და. მომ­ღერ­ლის რჩე­უ­ლი ამჯერად მიშა მეს­ხი გახდა. საზოგადოება ამ წყვილს კარგად იცნობს და ის მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ სოფომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სტატია გაიზიარა, რომლის სათაურში მითითებულია, რომ „სოფო ბედიამ ქმარს ნაჯახით თავი მოაჭრა“. სტატიაში მოცემულია ფოტო, სადაც სოფო ბედია მეუღლეს მართლაც უმიზნებს ხუმრობით ნაჯახს. ამ სტატიამ, როგორც ჩანს, მომღერალი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და აღნიშნა, რომ პოლიციას ჯერ არ დაუკითხავს.

სოფო ბედიამ მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ საკმაოდ მოიმატა წონაში, თუმცა მომღერალმა მალევე შეძლო ფორმაში ჩადგომა. როგორც ის აღნიშნავს, ჯამში 21 კილოგრამი დაიკლო. „როცა საკუთარი თავის იმედი გაქვს, როცა მიზანს ისახავ და სრულ შედეგს აღწევ, როცა უბრუნდები საკუთარ წონას და ეს გაბედნიერებს. და ამ ყველაფერში გეხმარება ოქროს და ბრილიანტის გოგო, ჩემი კონსულტანტი თამო ლომთაძე. დიდი მადლობა მას. მიყვარხარ“, – წერს სოფო ბედია და აქვეყნებს ფოტოებს. როგორც სოფო აღნიშნავს, მისი წონის დაკლება ერთ-ერთი პროდუქტის დამსახურებაცაა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია. სოფო ბედიას მეორე მეუღლესთან პირველი შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს.

„ბავშვს დამოუკიდებლად ვზრდით. მიშასთვის ეს პირველი შვილია და კი ვიცოდი, კარგი მამა რომ იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ ველოდი. ხელიდან ვერ წაართმევ ბავშვს. აჭმევს, ღამეებს უთენებს, მალე ალბათ გამოუცვლის კიდეც. ჩემი დედამთილი გადმოვიდა ჩვენთან და ძალიან გვეხმარება ანდრიას აღზრდაში“, – ამბობს სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0