ნახეთ რა პირობებში უწევთ მუშაობა უჰანში მედიცინის წარმომადგენლებს – ემოციური ვიდეო

© AP Photo / Lee Jin-manვირუსი
ვირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, რომელიც ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში – უჰანში მყოფ ექთნებზეა.

ვიდეოში შეკრებილია მედიცინის წარმომადგენლების ამაღელვებელი ემოციები, როდესაც ისინი უჰანში მიემგზავრებიან, იქ მუშაობენ და ახლობლებს და ოჯახის წევრებს ეკონტაქტებიან. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 20 438 კაცს მიაღწია, 425 პაციენტი გარდაიცვალა, 2 788 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 632 პაციენტი საავადმყოფოებიდან გაეწერა. 

გარდა ამისა, კიდევ 23 214 პაციენტზე არსებობს კორონავირუსით დაავადების ეჭვი. ამასთან, ექიმები აკვირდებიან დაახლოებით 171 300 ადამიანს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან.

ყველა ახალი ამბავი
0