ნინი გოგიჩაიშვილის კლიპი, რომლითაც „მის მსოფლიოზე“ წარდგება – ვიდეო

© Photo: Miss World / Youtubeნინი გოგიჩაიშვილის წარდგენა
ნინი გოგიჩაიშვილის წარდგენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Youtube-ზე უკვე ხელმისაწვდომია კლიპი, რომლითაც საერთაშორისო კონკურს „მის მსოფლიოს“ მაყურებლებს „მის საქართველოზე“ წარმოდგენა შეექმნებათ.

ვიდეორგოლში ნინი საქართველოს საუკეთესო ადგილებს, სამზარეულოს, ღვინოს უკეთებს რეკლამას და ასევე საკუთარი თავის შესახებაც საუბრობს. მათ შორის ამბობს იმას, რომ ძალიან უყვარს ვარჯიში და ძალიან მოსწონს წერა. კლიპში ნინი საჭადრაკო ოლიმპიადაზე მუშაობის პერიოდსაც იხსენებს. ნინი გოგიჩაიშვილის კლიპის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია ძველ თბილისში მდებარე ხიდია.

ყველა ახალი ამბავი
0