„რუსთავი 2“-ზე იუმორისტულ შოუს ნიკა არაბიძე წაიყვანს – ვიდეო

© Photo: iTV / FBნიკა არაბიძე
ნიკა არაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კომედი ჯგუფის“ ნაწილმა 18 ივლისიდან განვითარებული მოვლენების გამო „რუსთავი 2“ დატოვა და ახლად დაფუძნებულ „მთავარ არხზე“ გადავიდა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კომედიური მსახიობი ნიკა არაბიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აგრძელებს მუშაობას და მალე იუმორისტულ გადაცემას – „ნიკა არაბიძის შოუს“ წაიყვანს. გადაცემის პრომო-ვიდეო ტელეკომპანიამ დღეს გაავრცელა.

ნიკა არაბიძე „კომედი ჯგუფის“ მსახიობი იყო. „კომედი ჯგუფის“ ნაწილმა 18 ივლისიდან განვითარებული მოვლენების გამო „რუსთავი 2“ დატოვა და ახლად დაფუძნებულ „მთავარ არხზე“ გადავიდა. მანამდე „რუსთავი 2“-ის იუმორისტული შოუს წამყვანი ვანო ჯავახიშვილი იყო. ის და „კომედი ჯგუფის“ „რუსთავი 2“-დან წამოსული ნაწილი ამჟამად „მთავარ არხზე“ ამზადებენ გადაცემებს.

„მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა 9 სექტემბერს საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო, რომელსაც დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღვებოდნენ.

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს. ამ ეტაპზე „რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვებები არ გადის.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამიას „მთავარი არხი“ - „რუსთავი 2"-ის ალტერნატივა?

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობის განაცხადი ავტორიზაციის მოდიფიკაციის შესახებ, რადგანაც ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო. ამასთან, კომისიამ „მთავარი არხი" გააფრთხილა „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია წარმოადგენს ახალი ამბების გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ–შოუების ტრანსლაციის უფლებას.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, „მთავარი არხის" მფლობელები არიან ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%). ამასთან, გვარამია ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტს იკავებს, დირექტორები კი არიან „რუსთავი 2"-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ნიჟარაძე.

ნიკა გვარამიამ პირობა დადო, რომ „მთავარი არხი" იქნება ისეთივე კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როგორიც იყო „რუსთავი 2" მისი ხელმძღვანელობის პირობებში.

ყველა ახალი ამბავი
0