„იმედის“ ჟურნალისტს გადაღებაზე მოულოდნელად ხელი სთხოვეს – ვიდეო

© Photo: Gvanca Totadze / FBჟურნალისტს ხელი სთხოვეს
ჟურნალისტს ხელი სთხოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტს ეგონა, რომ პროდიუსერმა გადაღებაზე გაგზავნა, სინამდვილეში კი დადგმულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს ხათუნა მაისურაძეს ხელი გადაღების დროს სთხოვეს. „როცა პროდუსერი გირეკავს წინა დღით, რომ 11 საათზე ჩართვისთვის უნდა მოემზადო, გადაღებაზე მთელი სამეგობრო გხვდება და ჩართვის ნაცვლად ხელს გთხოვენ, ისე მაგრად გამიჩალიჩეთ, კიდე მინდა. მადლობა ჩემო ბრილიანტო Gizo Bandzeladze და ყველას, ვინც ამ სიფარფატეში იყავით ჩართული“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ყველა ახალი ამბავი
0