20:04 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1879)
314 0 0

წყვილის სიყვარულის ისტორია 30 წელზე მეტს ითვლის.

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი გუშინ გარდაიცვალა. გიორგი გოგიჩაიშვილმა გადაცემა „სელფიში“ მეუღლესთან ნათია ბანძელაძესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

„გოგიჩა“ იხსენებს, რომ ნათია პირველად თეატრალურში, რეპეტიციაზე, ჯარიდან ახალმა დაბრუნებულმა დაინახა და მაშინვე შეუყვარდა.

„გაცნობიდან ორ თვეში დავქორწინდით. მანამდე გასტროლებზე ვიყავით და იმდენი ხანი ვიყავით ერთად, რეპეტიციები, სპეკტაკლები, გასტროლები...“ – იხსენებს გიორგი გოგიჩაიშვილი.

„ჩემი კარის წინ ყოველდღე სხვადასხვა ფერის ვარდი იყო“, – იხსენებს ნათია ბანძელაძე.

წყვილს ორი ულამაზესი შვილი – მოდელები ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები ჰყავს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

მთავარი თემები