ახალი მატარებელი, რომლითაც თბილისიდან ბათუმში 20 წუთში ჩახვალთ - ვიდეო

© Department of Tourism of Adjaraბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მსოფლიო მეტროს“ ამბიციური პროექტი შესაძლოა რეალობად იქცეს. პროექტის იდეა ჯერ კიდევ 2012 წელს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა წამოაყენა.

Hyperloop - ეს მატარებელი-კაფსულაა, რომელიც მაღალი სიჩქარით ვაკუუმური მილების მეშვეობით გადაადგილდება.

შეთანხმება მიღწეულია ჩეხეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებებთან. „მსოფლიო მეტროს“ ერთი მონაკვეთი თავდაპირველად სწორედ იქ გაკეთდება და ის ბრატისლავას ბრნოსთან და პრაღასთან დააკავშირებს.

 გარდა ამისა მოლაპარაკებები მიდის ავსტრალიის ხელისუფლებასთან. შეთანხმება უკვე მიღწეულია აბუ-დაბისთან (არაბთა გაერთიანებული საამიროები) - სამგზავრო სისტემის სიგრძე 159 კმ-ია და ის ორ ქალაქს დუბაისა და აბუ-დაბის შეაერთებს, ასეთი მანძილის გავლას ჩვეულებრისამებრ ავტომობილით 2 საათამდე სჭირდება, Hyperloop-ი კი ამ დროს 12 წუთამდე შეამცირებს.

ყველა ახალი ამბავი
0