9 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბოდბის სამონასტრო კომპლექსში ახალ ტაძარს აკურთხებს. პატრიარქთან ერთად საზეიმო წირვას ბოდბის ეპარქიის წინამძღვარი, ქორეპისკოპოსი იაკობი აღავლენს.
ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე.