კატის საოცარი რეაქცია ოჯახის წევრების კამათზე – სახალისო ვიდეო

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიკატა
კატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

სხვების კამათისა თუ დაპირისპირების დანახვისას საუკეთესო გამოსავალი თავის არიდება და შორიდან დაკვირვებაა.

კადრებში ჩანს, როგორ დგას კატა ოდნავ გაღებული კარის უკან და ოთახში იყურება. უკანა ფონზე ისმის ამორძალებისა და პრინცესების შესახებ გაცხარებული კამათი – როგორც ჩანს, ხმები ფილმს, მულტფილმს, ან სულაც ვიდეოთამაშს განიხილავენ. კატა ცალი თათით კარს ეყრდნობა და ცოტათი ამოძრავებს კიდეც მას, თან გაოგნებული აკვირდება ოჯახის წევრების კამათს. ამ ყველაფერს კი თან ახლავს ვიდეოს ავტორის სიცილი. ხოლო სიტუაციას უფრო სასაცილოს ხდის ის ფაქტორი, რომ კატა ოთახში შემოსვლას ვერ ბედავს და მხოლოდ შორიდან აკვირდება მის მოჩხუბარ პატრონებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0