01:47 22 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0848
  • 100 RUB4.2905
  • USD2.7676
ძაღლი თავს იმკვდარუნებს, რომ არ დაბანონ - სახალისო ვიდეო

ძაღლი თავს იმკვდარუნებს, რომ არ დაბანონ – სახალისო ვიდეო

© photo: Viral Press / Youtube
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (198)
40920

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ტაილანდის პროვინცია ჩაჩენგსაუში ცხოვრობს ტაილანდური ბანგკუ სახელად ნგუანგი, რომელსაც შესანიშნავი სამსახიობო ნიჭი აქვს. ნგუანგი, ყოველ ჯერზე, როდესაც პატრონები მის დაბანას აპირებენ, თავს იმკვდარუნებს. ეს იმდენად სახალისოდ გამოიყურება, რომ პატრონებმა სასაცილო ძაღლის ვიდეოს გამოქვეყნება გადაწყვიტეს.

„ჩვენ ძალიან ჭკვიანი და კეთილი ძაღლი გვყავს, თუმცა ის ძალიან ეშმაკიცაა. როდესაც ჩვენ ვიდეო გამოვაქვეყნეთ, ბევრმა იფიქრა, რომ ძაღლმა გონება დაკარგა, თუმცა ეს ყოველ ჯერზე ხდება, როდესაც ჩვენს ოთხფეხა მეგობარს დაბანის დრო უწევს“, – ამბობს ძაღლის პატრონი ნონგ კანოკვანი.

გოგონას თქმით, მცირედი თეატრალური წარმოდგენის შემდეგ ნგუანგი მაინც ხვდება სააბაზანოში.

 

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (198)

მთავარი თემები