11:11 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (778)
16020

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ყველამ კარგად იცის, რომ ძაღლებისთვის ყურადღება მნიშვნელოვანია და მათ არ უყვართ მარტო დარჩენა, რასაც ეს ვიდეო კიდევ ერთხელ გვიდასტურებს.

როგორც ვიდეოს ავტორი ჰყვება, ეს შემთხვევა დილით მოხდა, როდესაც ის ყავას მიირთმევდა. მოულოდნელად მან მანქანის ხმამაღალი სიგნალი გაიგო, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინ, ავტორის თქმით, ის ძალიან გაბრაზდა და გარეთ გავიდა, რათა ენახა, თუ რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ ძაღლი დატოვა მანქანაში, საბედნიეროდ, ჩამოწეული შუშებით, ლოდინით დაღლილი ცხოველი კი მძღოლის სავარძელში მოკალათებულიყო და პატრონს უხმობდა.

 

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (778)

მთავარი თემები