20:19 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ანდრომედა

ირმის ნახტომისა და ანდრომედას გალაქტიკების შეჯახება გარდაუვალია: შემეცნებითი ვიდეო

CC0 / Pixabay
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (204)
164 0 0

ჩვენი გალაქტიკის ირმის ნახტომის მეზობელი გალაქტიკა ანდრომედა, რომელიც დაახლოებით ორჯერ დიდია, ჩვენი მიმართულებით მოძრაობს წამში 110 კმ სიჩქარით. მეცნიერების ვარაუდით, „სულ რაღაც“ 4,5 მილიარდი წლის შემდეგ მათი შეჯახება გარდაუვალი იქნება.

რა შეიძლება გამოიწვიოს ორი გალაქტიკის შეჯახებამ? ეს გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს სამყაროზე, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ორივე გალაქტიკას აქვს შავი ხვრელი და მილიონობით ციური სხეული, რაც კოსმოსში უდიდეს აფეთქებას გამოიწვევს.

იმ დროისათვის სამყაროში ჩვენთვის ნაცნობი სიცოცხლის არც ერთი ფორმა აღარ იარსებებს და, შესაბამისად, ამ მოვლენაზე თუნდაც დროის პატარა მონაკვეთში დაკვირვება შეუძლებელი იქნება.

მაგრამ მეცნიერების ცოდნა და გრაფიკოსების შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს წინასწარ ვიხილოთ, დაახლოებით როგორი იქნება ორი გალაქტიკის შეჯახების სცენა.

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (204)

მთავარი თემები