14:20 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
ქვიშის საათი

რა მოხდებოდა, დროში მოგზაურობა რომ შესაძლებელი იყოს - საინტერესო ვიდეო

CC0 / Pixabay
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (422)
16510

დროში მოგზაურობაზე ერთხელ მაინც ყველას გვიოცნებია. როგორი იქნებოდა სამყარო, დროის განზომილება რომ არ განსხვავდებოდეს იმ სამი განზომილებისაგან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს წარსულში ან მომავალში წასვლამ?

სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე, ყველას გვდომებია, წავსულიყავით წარსულში, რომელსაც შევცვლიდით და თავიდან ავირიდებდით რაღაც არასასურველს, მაგრამ, ამან, შესაძლოა, დროის პარადოქსი გამოიწვიოს. იქნებ სწორედ ამიტომ არ შეგვიძლია დროის კონტროლი?

ალბერტ აინშტაინის თქმით, ადამიანი ყოველდღე მოგზაურობს დროში, ვინაიდან დრო არ წყვეტს სვლას, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არაა.

ალბათ რთულად მოიძებნება ის ადამიანი, ვისაც არ სურს მომავალს გახედოს, ნახოს რა ელის მას ან მის ახლობლებს, თუმცა რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, ამაზე არცთუ ისე ხშირად ფიქრობენ. 

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (422)

მთავარი თემები