საყელო, რომლის საშუალებითაც გავიგებთ ყველაფერს, რასაც კატები გვეუბნებიან – ვიდეო

© photo: CAT AGAIN TV / Youtubeსაყელო, რომლის საშუალებითაც გავიგებთ ყველაფერს, რასაც კატები გვეუბნებიან - ვიდეო
საყელო, რომლის საშუალებითაც გავიგებთ ყველაფერს, რასაც კატები გვეუბნებიან - ვიდეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კატების პატრონები ხშირად ელაპარაკებიან საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს. ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისოა. სამწუხაროდ, კატები ადამიანურ ენაზე ვერ ლაპარაკობენ და არ შეუძლიათ სათქმელი პირდაპირ გადმოგვცენ

კატების პატრონები ხშირად ელაპარაკებიან საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს. ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისოა. სამწუხაროდ, კატები ადამიანურ ენაზე ვერ ლაპარაკობენ და არ შეუძლიათ სათქმელი პირდაპირ გადმოგვცენ.

კომპანიამ Temptations Lab შექმნა საყელური, რომელიც კატის „მიაუს“ სიტყვად გარდაქმნის, ჯერ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

სამაგიეროდ უკვე შესაძლებელია თარგმანის გახმოვანებისთვის სასურველი ხმის შერჩევა – მამაკაცის, ქალის ან ბავშვის.

Catterbox აღიქვამს სხვადასხვა ინტონაციის კნავილს და თარგმნის მას, თუმცა მხოლოდ მარტივ ფრაზებად, როგორებიცაა: „გემრიელია“, „შემომიშვი“, „არ მინდა“ და ასე შემდეგ.

აპლიკაციის დაყენება შეიძლება მობილურ გაჯეტზე (სმარტფონზე ან პლანშეტზე), თავად კატას კი საკმაოდ მოხერხებულ საყელურს უკეთებენ.

საყელურის კორპუსი 3D პრინტერით დამზადდა, თუმცა კომერციული ვარიანტი, როგორც ჩანს, უფრო ტრადიციული საშუალებებით დამზადდება. Catterbox-ის ფასსა და ხელმისაწვდომობაზე მისი შემქმნელები ჯერ არ საუბრობენ.

მეცნიერები მსგავსი თარგმანის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათი აზრით, ამ მეთოდით შეუძლებელია ზუსტად გავიგოთ, თუ რისი თქმა სურს ჩვენთვის ჩვენ ოთხფეხა ფუმფულა მეგობარს.

ყველა ახალი ამბავი
0