23:26 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
ვიდეოკლუბი
მოკლე ბმულის მიღება
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (805)
13960100

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

კატა ნამდვილ გაუგებრობაშია, ვერ ხვდება რა მოხდა, სახეზე კი მას ყველა ემოცია ეტყობა.

კადრებში ჩანს, როგორ უზის კატა მაგიდას პატრონის საპირისპირო მხარეს. მამაკაცს ხელში უჭირავს ბანქო, რომელსაც კატა აკვირდება, უცებ ის მკვეთრი მოძრაობით ბანქოს ისვრის. სინამდვილეში ბანქო მამაკაცის ხელში დარჩა, რასაც მისი ფუმფულა ოთხფეხა მეგობარი ვერ ამჩნევს. კატა გაოცებული გამომეტყველებით იყურება იმ მხარეს, საითაც უნდა გადავარდნილიყო ბანქო, თუმცა იქ არაფერია. ასე მეორდება კიდევ რამდენჯერმე, კატა კი ყველა მხარეს იხედება და აკვირდება, მაგრამ ბანქოს პოვნას ვერ ახერხებს.

 

თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები (805)

მთავარი თემები