ძაღლმა ბავშვს ლუკმა პირიდან გამოსტაცა, მისი რეაქცია შეუდარებელია – სახალისო ვიდეო

CC0 / Pixabay / დობერმანი
დობერმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

მოცემულ ვიდეოზე აღბეჭდილი ბავშვის გამომეტყველება ემოციების დიდ სპექტრს უჩვენებს – ასეთ მზაკვრობას ის ნამდვილად არ ელოდა.

კადრებში ჩანს, როგორ უჭირავს ხელში ბავშვს ხრაშუნა პური და თითქმის ბოლომდე იდებს პირში. თუმცა ბოლო მომენტში გვერდით მჯდომი დობერმანი მას ხელიდან სტაცებს ნუგბარს და თავად მიირთმევს. ბავშვი, რომელიც აშკარად არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას, პირღია დარჩა და უბრალოდ უყურებდა, როგორ მიირთმევდა მისი ოთხფეხა მეგობარი მის ლუკმას. პატარას თვალებში აშკარად ჩანს გულდაწყვეტა, მას ხომ უახლოესმა მეგობარმა უღალატა.

ყველა ახალი ამბავი
0