უშიშარი იხვი ამღვრეულ წყალში და დაბნეული ვეფხვები – სახალისო ვიდეო

გამოწერა
ველური ბუნება სავსეა სიურპრიზებით, ცხოველებს კი ყოველთვის არ გამოსდით ჩანაფიქრის განხორციელება

ველური ბუნება სავსეა სიურპრიზებით, ცხოველებს კი ყოველთვის არ გამოსდით ჩანაფიქრის განხორციელება.

ვეფხვები, თითქოს, ძალიან საშიში მტაცებლები არიან, თუმცა ოთხს ერთადაც კი გაუჭირდა ერთი პატარა ფრინველის დაჭერა.

კადრებში ჩანს, როგორ აღმოჩნდა შავი იხვი პატარა წყალსაცავში რამდენიმე ვეფხვთან ერთად. როგორც კი მტაცებლები ფრინველს უახლოვდებიან, ის მღვრიე წყალში ყვინთავს და უჩინარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის დაჭერას რამდენიმე ვეფხვი ერთად ცდილობს, ის საკმაოდ დიდხანს განაგრძობს ვეხვების დაცინვას, აიძულებს სირბილს და ხტუნვას უმისამართოდ. სამწუხაროდ, ერთ-ერთ მომენტში იხვს აღარ გაუმართლა და ვეფხვებმა მისი დაჭერა მოასწრეს ჩაყვინთვის მომენტში.

ყველა ახალი ამბავი
0