ახალგაზრდა გოგონამ ცეკვას საინტერესო ელემენტი დაუმატა, რომლითაც მას მოულოდნელობის ეფექტი შესძინა
გამოსვლისადმი გოგონას ორიგინალური მიდგომა სახალისო ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად, ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა.
კადრებში ჩანს, როგორ დგას გოგონა თითის წვერებზე ხელებ აწეული, ზურგით კამერის წინ. რამდენიმე წამში ის ტრიალდება და ხელებზე დგება, რა დროსაც მისი კაბა ქვემოთ ეშვება და ჩნდება ნიღაბი, რომელიც გოგონას სახეს გავს. ფეხების მოძრაობით გოგონა ხელების იმიტაციას აკეთებს.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გოგონა შეაქეს და აღნიშნეს, რომ გოგონამ ჭკვიანური მეთოდით ყველა გაახალისა. მისი ვიდეო უცხოურ მედიაშიც მოხვდა.