„შენი ხმა“ - თამარ ედილაშვილის კლიპი საბავშვო ევროვიზია 2018-სთვის

გამოწერა
საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა”, რომლის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თამარ ედილაშვილის სიმღერის „შენი ხმა“ ვიდეორგოლის პრეზენტაცია პირველი არხის ეთერით შედგა.

ვიდეორგოლი პირველი არხის რეჟისორმა კახა ბუხრაშვილმა გადაიღო. მას ეკუთვნის კლიპის კონცეფციაც.

საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა”, რომლის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

 

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0