ექსტაზი ჰაერში, ანუ „ხომ გითხარი, გაფრინდებიან-მეთქი“

გამოწერა

ვინ თქვა, უფრთებოდ ფრენა შეუძლებელიაო?! თურმე შესაძლებელია და თანაც, მეტად სწრაფადაც. 

ფრანგმა გამომგონებელმა ფრენკი ზაპატამ არაჩვეულებრივი „ცის სეგვეი“ შექმნა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დალაშქროს ცა.

ზაპატას ჰავერბორდი რეაქტიულ ძრავზეა აწყობილი, რაც „ცის სეგვეის“ საათში 128 კმ-ს ანვითარებინებს.

გამომგონებელმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გამოცადა საკუთარი ქმნილება და როგორც ჩანს, კმაყოფილიც დარჩა.

წარმოგიდგენიათ, რა დიდი სიამოვნებაა, ზეცაში ასეთი სისწრაფით ნავარდი?!

ყველა ახალი ამბავი
0