მაიკლ გრაბი მხატვარია, რომელიც ქვების ბალანსირების ხელოვნებითაა გატაცებული.
ის ბუნებრივ პირობებში, ძირითადად მდინარეებსა და ზღვის ქვიან სანაპიროებზე აგებს ურთულეს, ულამაზეს და საოცარ კომპოზიციებს ქვებისგან — ყოველგვარი სამაგრის გარეშე. თუმცა ზოგჯერ ქალაქის ტროტუარებს და პარკებსაც ამშვენებს ხოლმე ქვაში აჟღერებული ჰარმონიით.
იხილეთ ვიდეო და დატკბით მაიკლ გრაბის უჩვეულო ხელოვნების ნიმუშებით.